• Ƀ/$

კრიპტოკაპიტალიზაცია $250 მლრდ-მდე შემცირდა

10 ივლისი 17:22 | კრიპტოეკონომიკა

კრიპტობაზარზე ისევ ვარდნაა. ვალუტები 24 საათში 5-10 პროცენტით გაუფასურდა, ჯამური კაპიტალიზაცია კი 25 მილიარდით $250 მლრდ-მდე დაეცა.

ბიტკოინის ფასი $6400-ს ჩამოსცდა, რაც მართალია 2 კვირის წინანდელ მაჩვემებელს 500 დოლარით აღემატება, მაგრამ ასევე 500 დოლარით ჩამორჩება 2 დღის წინანდელს. ეთერიუმი 7 პროცენტით დაეცა, რიპლი 5%-ით. ბევრად მაღალი 13%-იანი აღმოჩნდა ეოსის გაუფასურების ტემპი. 11-11 პროცენტით შემცირდა კარდანოსა და იოტას ფასებიც. ამასთან იოტას ღირებულება 1 დოლარს ისევ ჩამოსცდა.


სხვა ალტკოინებიდან 10-10 პროცენტით გაუფასურდა მონერო და ეთერიუმ კლასიკი, ზიქეში 8%-ით ნემი კი 12%-ით.



სხვა სიახლეები