• Ƀ/$

აშშ დამატებით $200 მლრდ-ის ღირებულების ჩინური პროდუქციის იმპორტს დაბეგრავს

11 ივლისი 09:22 | ეკონომიკა

ვაშინგტონმა ჩინეთიდან იმპორტირებული $200 მლრდ-ის ღირებულების პროდუქციის დაბეგვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინა კვირაში დაიმუქრა, რომ $500 მლრდ-ის ჩინურ იმპორტს დაბეგრავს. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განმარტებით, ახალი დაბეგვრის ძალაში შესასვლელად 2 თვეა საჭირო, რა პერიოდშიც მოხდება დასაბეგრი პროდუქციის სიის ფორმირება.


მანამდე აშშ-მა და ჩინეთმა ერთმანეთის პროდუქციაზე საიმპორტო გადასახადი 25%-მდე ასწიეს. ამ მომენტისთვის დაბეგვრას დაქვემდებარებული პროდუქციის ღირებულება თითოეული ქვეყნისთვის $34 მლრდ-ს შეადგენს.


მსგავს თემაზე:


ჩინურ პროდუქციაზე აშშ-ის გადასახადები ძალაში შევიდა


აშშ–ის მიერ ევროპული მანქანების დაბეგვრის საპირისპირო ნაბიჯი ევროკომისიამ ვერ მოიფიქრა


აშშ-ევროკავშირის სავაჭრო ომი დაიწყო


აშშ–ის მიერ ევროპული მანქანების დაბეგვრის საპირისპირო ნაბიჯი ევროკომისიამ ვერ მოიფიქრა


ჩინეთი სავაჭრო ომში თავდაცვით პოზიციაზე უნდა დარჩეს


სხვა სიახლეები