• Ƀ/$

ნატო-ს სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი ხელმძღვანელობს

11 ივლისი 10:00 | მთავარი

ნატო-ს სამიტი ბრიუსელში დღეს, 11 ივლისს იღებს სტარტს. ორდღიან სამიტზე საქართველოს, რომელიც დიდ იმედებს ამყარებს ამ შეკრებაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის კუთხით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი.


ბრიუსელის სამიტის დასკვნით დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების დონეზე, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდება.


სამმხრივ შეხვედრაზე პირველი მისასალმებელი სიტყვით ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვა. 


12 ივლისს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრამდე, გაიმართება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან. დაგეგმილია იენს სტოლტენბერგისა და გიორგი მარგველაშვილის ერთობლივი განცხადებები.


საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მიიღებს.


სხვა სიახლეები