• Ƀ/$

საბერძნეთიდან რუს დიპლომატებს აძევებენ

11 ივლისი 10:18 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საბერძნეთის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო, ათენი ქვეყნის ტერიტორიიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს.

გაზეთი „კატიმერინი“ მაღალი რანგის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კიდევ ორ რუს დიპლომატს საბერძნეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ და ამის მიზეზად საბერძნეთის „ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს“ ასახელებენ.


რუსი დიპლომატების მიმართ წაყენებულ ბრალდებებში გაზეთის წყაროები ინფორმაციის მოპოვება–გავრცელებას და სახელმწიფო მაღალჩინოსნების მოსყიდვას ასსახელებენ.


გაზეთის წყარო აცხადებს, რომ ათენი მოსკოვთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას აპირებს, რითაც ორ ხალხს შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს შეუწყობს ხელს. თუმცა, მისივე თქმით, ეს პარიტეტის დაცვით, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე უნდა მოხდეს.


მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოკლე განცხადებით გამოეხმაურა ათენის აღნიშნულ ნაბიჯს. ლავროვის უწყებაში თქვეს, რომ "მსგავს შემთხვევებში კრემლის მხრიდან სარკისებრი საპასუხო ქმედებები ხორციელდება".


სხვა სიახლეები