• Ƀ/$

სახელმწიფო შესყიდვებზე ყოველწლიურად მშპ-ს 10% იხარჯება

11 ივლისი 10:27 | ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. 

ანგარიში დეპუტატებს სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ და მისმა მოადგილემ, კახა დემეტრაშვილმა წარუდგინეს.


მომხსენებელთა თქმით, სახელმწიფო შესყიდვები ქვეყნის ეკონომიკის და საჯარო მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სახელმწიფო შესყიდვების გზით ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 10% იხარჯება, ამიტომ, სააგენტო მუდმივად ცდილობს ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა რაციონალურად განხორციელდეს ფინანსური რესურსების განაწილება.


სააგენტოს ხელმძღვანელობის თქმით, მათი მხრიდან განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების, ასევე ბიზნეს პროცესების სრულყოფისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან მიახლოების მიზნით. მათ დეტალურად ისაუბრეს გატარებული ღონისძიებების შესახებ, მათ შორის იმ სიახლეების თაობაზე, რაც გასულ წელს განხორციელდა სისტემაში. კერძოდ, დაინერგა სატენდერო დოკუმენტების ელექტრონული რეგისტრაცია. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილებები, გამარტივდა თეთრ სიაში რეგისტრაციის წესი, რაც გულისხმობს მოთხოვნების შემცირებას. სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ამ სფეროში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების გადამზადების საკითხი.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე ე. წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ სუბიექტებთან დაკავშირებით, რომლებიც სათანადოდ ვერ ახორციელებენ გადახდებს. ითქვა, რომ ამასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა, სანამ სასამართლო დავა მიმდინარეობს, ე. წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ სუბიექტს არ ეკრძალება საქმიანობის უფლება და ასეთ შემთხვევებში რა შედეგი დადგება ამაზე სააგენტო პასუხისმგებლობას ვერ იღებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამასთან დაკავშირებით სამუშაო ფორმატში კიდევ გაგრძელდება მსჯელობა.


 


მსგავს თემაზე:


CARREFOUR და TESCO შესყიდვების გლობალურ ალიანსს ქმნიან


რუსეთში უცხოეთიდან ინტერნეტშესყიდვები დაიბეგრება


სხვა სიახლეები