• Ƀ/$

თბილისში ავტომობილის ნომრის ამომცნობი 200 ვიდეოკამერა ამოქმედდა

11 ივლისი 10:56 | მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარე წლის 9 ივლისიდან, დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით აამოქმედა.

თბილისში, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა დამონტაჟდა, რომელებიც თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ავტომატურ რეჟიმში, მყისიერ რეაგირებას მოახდენს.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში რეგისტრირებული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად მოახდინა ე.წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება, სადაც მძღოლების მიერ ყველაზე ხშირია დადგენილი სიჩქარის ნორმის გადაჭარბების შემთხვევები. აღნიშნულ ადგილებზე სამინისტრომ სიჩქარის მზომი სექციური რადარები დაამონტაჟა.


ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი ამოქმედდა აჭარის რეგიონში.


წლის ბოლომდე იგეგმება გადატვირთულ საავტომობილო გზებზე 1000-მდე ჭკვიანი ვიდეოკამერის რეგიონული მასშტაბით ამოქმედება.


ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ფოტო-ვიდეო კონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება.


 


მსგავს თემაზე:


თბილისში ტაქსების რეგულირება ორ ეტაპად განხორციელდება


თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე გზის შეკეთების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა


კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება


სხვა სიახლეები