• Ƀ/$

ცერნის ლაბორატორიაში საქართველოში დამზადებული კონსტრუქციის ნაწილები გაიგზავნა

11 ივლისი 11:44 | ტექნოლოგიები

ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) მიმდინარე „ატლასის“ ექსპერიმენტის დეტექტორისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების ხელმძღვანელობით, რადიაციისგან დამცავი ალუმინის კონსტრუქციები მზადდება. 

9 მეტრამდე დიამეტრის კონსტრუქციები საქართველოში, ქარხანა „ელიტა-ბურჯის“ სამრეწველო ბაზაზე იქმნება და აღსანიშნავია, რომ დეტალების პროექტირება და დამზადება ISO-ს საერთაშორისო სატანდარტების მიხედვით ხორციელდება. 11 ივლისს კონსტრუქციის  ნაწილი,  პირველად გაიგზავნება  ჟენევაში, CERN-ში, სადაც საბოლოოდ, მოხდება  სტრუქტურის აწყობა  და „ატლასის“ ექსპერიმენტის დიდ „ჰადრონის“ კოლაიდერთან მიერთება.


ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია ცერნი 1954 წელს შეიქმნა. 27 კილომეტრის სიგრძის გვირაბი ნაწილობრივ შვეიცარიისა და ნაწილობრივ საფრანგეთის ტერიტორიის ქვეშ მდებარობს. ინტერნეტ დომენი WWW ცერნის ლაბორატორიაში შეიქმნა. ამავე ლაბორატორიაში დადასტურდა ჰიგსის ბოზონის არსებობა. 


 


მსგავს თემაზე:


მეცხრე პლანეტა შესაძლოა 2018 წელს აღმოაჩინონ


NASA-მ მარსზე ახალი ზონდი INSIGHT გაგზავნა


ნივთების ინტერნეტი, ქსელში ჩართული 50 მილიარდი მოწყობილობა


საქართველოს IT მიმართულებით რეგიონული ჰაბის ფუნქციის შესრულება სურს


მსგავს თემაზე:

ზეადამიანი მეცნიერული ფანტასტიკა თუ ახლო მომავალი?


მკვლევართა აზრით ხელოვნური ინტელექტი ადამიანს კიდევ 1 საუკუნე ვერ ჩაანაცვლებს



სხვა სიახლეები