• Ƀ/$

ევროკავშირი საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების კუთხით ახალ პროგრამებს იწყებს

11 ივლისი 13:23 | მედია ბიზნესისთვის - M2B

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა. მხარეებმა ეკონომიკასა და განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

„ევროკავშირი ზრდის აქცენტებს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებაზე, აგრეთვე, განათლების სისტემაზე, განსაკუთრებით - პროფესიული განათლების ნაწილში. უსაფრთხოების მიმართულებითაც ჩვენ ვიწყებთ საქართველოში პროგრამების განხორციელებას“ – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.


მისივე თქმით, ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებას.


„ჩვენ მოგვეცა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მთელი პროგრამის მიმოხილვის შესაძლებლობა. ვისაუბრეთ ახალი მთავრობის ფორმირებაზე და სამთავრობო პროგრამის განხორციელებაზე. შევეხეთ ასევე ევროკავშირის დახმარებას, ფინანსური მხარდაჭერის პროგრამებს. საუბარი შეეხო ამ პროგრამების განხორციელების საუკეთესო გზებსა და მეთოდებს.“ აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.


 


მსგავს თემაზე:


ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება


ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს ავტორიზაცია მეოთხე ქართულმა ავიაკომპანიამ მოიპოვა


სხვა სიახლეები