• Ƀ/$

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

11 ივლისი 13:39 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2018 წლის 11 ივლისს, 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 70 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.450 პროცენტით, მაქსიმალური 7.470 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.465 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 7.500 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.


სხვა სიახლეები