• Ƀ/$

ნატო-საქართველოს მორიგი ერთობლივი წვრთნები 2019 წლის მარტში ჩატარდება

11 ივლისი 14:03 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და ეს ნატოში გამართულ შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნება.

„უმაღლესი დონის შეხვედრა, რომელიც უპრეცედენტოა სამიტის ფარგლებში, ხაზს გაუსვამს იმ მიღწევებსა და იმ მოდერნიზების უპრეცედენტო დინამიკას, რომელიც განსაკუთრებით თავდაცვის უწყებაში გვაქვს. განსხვავებით ნატოს წევრი ბევრი ქვეყნისგან, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მივმართავთ თავდაცვის ბიუჯეტში, ხოლო აქედან 20%-ს შეიარაღებაში. ეს პროგრესი და ეს დინამიკა ძალიან პოზიტიურად იქნება აღიარებული“, - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. მისი განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში რეგიონულ უსაფრთხოებაზე გაკეთდება და ახალი კონკრეტული ფორმატები განისაზღვრება.


2019 წლის მარტში ნატო-საქართველოს მორიგი ერთობლივი წვრთნების ჩატარება იგეგმება. ასე რომ, ყველაფერი ეს იძლევა ყველანაირ პრაქტიკულ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.


როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველომ წლების განმავლობაში გლობალური თუ რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი კონტრიბუციით დაადასტურა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული წევრი და პარტნიორია.


ნატოს სამიტი ბრიუსელში 11 ივლისს დაიწყო და 12 ივლისს დასრულდება. სამიტზე საუბარი საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზეც, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო - საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე. ქართულ დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძვანელობს. 


 


მსგავს თემაზე:


 ნატო-ს სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი ხელმძღვანელობს


ტრამპი ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებისგან თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2%-მდე გაზრდას ითხოვს


სხვა სიახლეები