• Ƀ/$

ტრამპმა გერმანია რუსეთის „ტყვედ“ მოიხსენია

11 ივლისი 14:21 | მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიას რუსეთის „ტყვე“ უწოდა და განაცხადა, რომ გერმანიას მოსკოვი სრულად აკონტროლებს.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ნატოს გენმდივანთან იენს სტოლტენბერგთან ოთხშაბათს, 11 ივლისს ბრიუსელში ნატოს სამიტის დაწყებამდე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.


ტრამპის კრიტიკის მთავარი ობიექტი „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობა გახდა. მისივე თქმით, „სამწუხარო“ და „მიუღებელია“ ფაქტი, რომ „გერმანია რუსეთისგან დაცვაზე აკეთებს გათვლებს, მაგრამ ამავდროულად მოსკოვთან ნავთობისა და გაზის სფეროებში უზარმაზარ კონტრაქტებს აფორმებს და მას ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს უხდის“ და ეს მაშინ, „როდესაც აშშ უზარმაზარ თანხებს ხარჯავს საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების დასაცავად“.


ტრამპის თქმით, „გერმანია მდიდარი ქვეყანაა და მას თავდაცვის ხარჯების გაზრდა ხვალვე შეუძლია და ეს მას პრობლემებს არ შეუქმნის“. აშშ–ის პრეზიდენტმა ამ საკითხში გერმანიის პოზიციას „არაადეკვატური“ უწოდა. მანვე განაცხადა, რომ მშპ–ის მხოლოდ 1%–ის გაღება თავდაცვაზე ძალიან ცუდია ნატოსთვის.


სტოლტენბერგი ევროპელებს იცავს


ნატოს გენმდივანი ალიანსის ევროპელი წევრების მხარეს დადგა როგორც სამხედრო ხარჯების, ისე მესამე ქვეყნებთან სავაჭრო ოპერაციებში მათი მონაწილეობის მხრივ. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები ზრდიან თავდაცვის ბიუჯეტებს და ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტის გაკეთებას აპირებენ. 


რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკადს“, ალიანსის ლიდერმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში დასავლეთის ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობდნენ საბჭოთა კავშირთან ვაჭრობის მიმართულებით.


ნატოს სამიტი ბრიუსელში 11 ივლისს დაიწყო და 12 ივლისს დასრულდება. სამიტზე საუბარი საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზეც, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო - საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე. ქართულ დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძვანელობს.


 


მსგავს თემაზე:


ნატო-საქართველოს მორიგი ერთობლივი წვრთნები 2019 წლის მარტში ჩატარდება


ტრამპი ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებისგან თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2%-მდე გაზრდას ითხოვს


ახალი რუსული გაზსადენები ევროპას კრემლის ენერგონარკოტიკზე დამოკიდებულს გახდის


პოლონეთი აშშ-ს მუდმივმოქმედი ბაზის სანაცვლოდ მზად არის $2 მლრდ გაიღოს


სხვა სიახლეები