• Ƀ/$

სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ საქსტატთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

11 ივლისი 16:10 | მთავარი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს სათამაშო ბიზნესასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ორმხრივ დოკუმენტს ხელი საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ ბერუაშვილმა მოაწერეს მხარეები მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.


საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, რადგან ის ხელს შეუწყობს საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის დროულ მიწოდებას დაინტერესებული მხარისთვის. სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, გაფორმებული მემორნადუმის ფარგლებში მათი ორგანიზაცია საქსტატს მისი წევრი კომპანიებიდან მნიშვნელოვანი და ხარისხიანი ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარება.


ღონისძიებაზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაციის სახით ოფიციალური სტატისტიკის წარმოების ძირითადი მიმართულებები გააცნო.


სხვა სიახლეები