• Ƀ/$

სებმა სავალუტო აუქციონზე $10 მლნ შეისყიდა

11 ივლისი 16:51 | ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 11 ივლისს გამართულ სავალუტო აუქციონზე $10 მლნ შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4405 შეადგინა.

11 ივლისის ოფიციალური კურსი 2.4422-ს შეადგენდა, ამდენივეთი დაიწყო ვაჭრობა ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე, მცირე რყევების შემდეგ კი კურსი 2.4406-ზე გაჩერდა.


ზაფხულის პერიოდი როგორც წესი ეკონომიკური აქტიობით და ტურისტების გაზრდილი რაოდენობით ხასიათდება, რაც გავლენას ახდენს ვალუტის კურსზეც. სები ხშირად საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მარაგს ზაფხულის თვეებში ავსებს. 2018 წლის ივნისის მონაცემებით სვალუტო რეზერვები $2.8 მლრდ-ს შეადგენს.



სხვა სიახლეები