• Ƀ/$

არაყმა „ნოვიჩოკ“ ინგლისში დიდი სკანდალი გამოიწვია

11 ივლისი 17:32 | კომპანიები

ბრისტოლის ლიქიორისა და არყის ქარხანა, რომელმაც 75-გრადუსიანი არაყი „ნოვიჩოკი“ ჩამოასხა, მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა.

კომპანიამ Bristol Dry Gin ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ამ დასახელების არყის წარმოების დასაწყებად არასახარბიელო დრო შეარჩია.


ბრიტანეთის ხელისუფლების მტკიცებით, „ნოვიჩოკით“ რუსი ყოფილი ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია მოწამლეს.


ივნისის ბოლოს იგივე მომწამვლელი ნივთიერებით სოლსბერისთან ახლოს მდებარე დასახლებაში ქალი და კაცი მოიწამლნენ. ქალი მალევე გარდაიცვალა, ხოლო კაცი გონს მოვიდა და სამართალდამცავებს უკვე ჩვენებასაც აძლევს.


Bristol Dry Gin–ში აცხადებენ, რომ არაყი „ნოვიჩოკი“ შეზღუდული რაოდენობით ჩამოასხეს და მისი წარმოება შეწყდება.


კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ამ არყის რეცეპტზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ. ახალი პროდუქტის სარეკლამო ფრაზა იყო „ხუმრობა არ გეგონოთ“.


„ნოვიჩოკი“ არაყმა მას შემდეგ დაირქვა, რაც სერგეი და იულია სკრიპალები საავადმყოფოდან გამოწერეს.


კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი ბრენდის მიზანს განწყობის ამაღლება, სტრესის დონის დაწევა წარმოადგენდა და არა ვინმეს შეურაცხყოფა.


შხამი „ნოვიჩოკის“ წარმოებამ საბჭოთა კავშირში 1970-იანი წლებიდან დაიწყეს. ის სპეციალური აპარატურისთვის უჩინარი უნდა ყოფილიყო, რათა საბჭოთა აგენტებს უსაფრთხოდ შესძლებოდათ მისი ტრანსპორტირება და საჭირო ადგილზე მიტანა.


მსგავს თემაზე:


სკრიპალის მოწამვლიდან 6 კვირის შემდეგ პასუხგაუცემელი კითხვა კვლავ ბევრია


სხვა სიახლეები