• Ƀ/$

სუპერქარი Pininfarina — PF0 100 კმ/სთ–ს 2 წამში აკრეფს

15 ივლისი 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

Automobili Pininfarina მდიდრული ავტომობილის გამოშვებას გეგმავს – ნულოვანი მავნე გამონაბოლქვით.

ეს ცნობილი იტალიური დიზაინერული ფირმის საფუძველზე აღმოცენებული ახალი კომპანიაა, რომელიც Ferrari–ს მრავალი მოდელის დიზაინზეა პასუხისმგებელი.


პირველ Pininfarina–ს PF0 ეწოდება, 2000 ცხენისძალის სიმძლავრით, ოთხი ელექტროძრავით, რომლებიც ავტომობილს 100 კმ/სთ სიჩქარის 2 წამში განვითარების შესაძლებლობას მისცემს. მაქსიმალური სიჩქარე 402 კმ/სთ–ს შეადგენს. უზარმაზარი სიმძლავის PF0 ერთი დამუხტვით 500 კმ–ის გავლას შეძლებს.


PF0–ის წარმოება Pininfarina–ს სხვა მოდელებთან ერთად Mahindra Racing Formula E–ს გუნდთან ტექნიკური თანამშრომლობის წყალობით გახდება შესაძლებელი.


Automobili Pininfarina–ს გენერალურმა დირექტორმა მაიკლ პერშმა განაცხადა, რომ დიზაინერულ ავტომობილებს გამოუშვებენ, რომელთა მახასიათებელი იქნება ემოციური მიმზიდველობა და ინოვაციური ტექნოლოგიები.


პირველი PF0 2020 წელს გამოჩნდება.


სხვა სიახლეები