• Ƀ/$

ახალი i9 პროცესორის მქონე MacBook Pro $6700 ეღირება

15 ივლისი 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

Apple, რომლის პროდუქციაც ორიგინალური დიზაინისა და მაღალი ხარისხის მიუხედავად  მონაცემების მხრივ ხშირად კონკურენტებს ჩამოუვარდბოდა ამ ხარვეზის გამოსწორებასაც გეგმავს და ბაზარზე i9 პროცესორიანი MacBook Pro გამოაქვს. 

i9 პროცესორი ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და ძირითადად დესკტოპ ვერსიებისთვის იყო ხელმისაწვდომი. MacBook Pro კი აღნიშნული პროცესორის მქონე ერთ-ერთი პირველი ლეპტოპი იქნება. თუმცა პროცესორი ლეპტოპის ერთადერთი ღირსება არ არის. მისი ოპერატიული მეხსიერება 32 GB-ს შეადგენს, მყარი დისკი SSD ბარათით კი 4TB-ს. 4K გარჩევადობის ეკრანი 15 ინჩი იქნება, ხელმისაწვდომი იქნება 13 ინჩიანი ვერსიაც.


ცხადია ამ მონაცემების ლეპტოპს ფასიც შესაბამისი ექნება და ეს ფასი $6700-ს შეადგენს რაც 16 400 ლარია.


Apple დღეს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც $940 მლრდ-ს აღწევს. $1 ტრლნ-იან ზღვართან ყველაზე ახლოს სწორედ ეფლია, თუმცა ყველაზე სწრაფად AMAZON იზრდება.


 


მსგავს თემაზე:


128 TB-იანი მეხსიერების ბარათი რეალობა ხდება


32–ბირთვიანი პროცესორის გამოშვების თარიღი ცნობილია


ინტერნეტი 1 წუთში - 187 მილიონი გაგზავნილი იმეილი და $862 000-ის ონლაინ ნავაჭრი


SAMSUNG 8K გარჩევადობის ტელევიზორს გამოუშვებს


მსგავს თემაზე:

LG-მ 65–დუიმიანი დრეკადი OLED–ტელევიზორი შექმნა


SAMSUNG-ის ახალი 4K გარჩევადობის MicroLED ტელევიზორი ზომით 146 ინჩიანი იქნება



სხვა სიახლეები