• Ƀ/$

თბილისში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი ქვეყნების უმაღლესი პოლიტიკური ფიგურები მიიღებენ მონაწილეობას

16 ივლისი 09:07, 2018 წელი | კომპანიები

საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი 17 ივლისს თბილისში გაიმართება, რომელშიც საქართველოსა და იტალიის მთავრობების პირველი პირები მიიღებენ მონაწილეობას. 

ამის შესახებ M2B-ს „აწარმოე საქართველოდან" აცნობეს და აღნიშნნეს, რომ ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, იტალიის სახელმწიფოს მეთაური და ქვეყნების ეკონომიკური პროფილის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირები.


ბიზნეს-ფორუმს საქართველოსა და იტალიის მთავრობები ერთობლივი ორგანიზებით ატარებენ.


ფორუმი 17 ივლისს სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ 10:30 საათზე დაიწყება.


სხვა სიახლეები