• Ƀ/$

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

16 ივლისი 13:59, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

იტალიასა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობის დასტურად და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა საქართველოს 17 ივლისს ეწვევა.

ამის შესახებ M2B-ს იტალიის საელჩოდან აცნობეს. დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნოყბით, იტალიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის შემადგშენლობაში იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი ენცო მოავერო მილანეზი.


ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იტალიის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, ქ. თბილისის მერს კახა კალაძეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს შეხვდება.


ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება სხვადასხვა ორმხრივ შეთანხმებას კულტურის, თავდაცვის, ჯანდაცვის, განათლების, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების დარგებში.


პრეზიდენტი მატარელა სიტყვით გამოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით; პატივს მიაგებს ომში დაღუპულთა ხსოვნას და მოინახულებს საქართველოს ეროვნულ გალერეას (სადაც ამჟამად იტალიური ხელოვნების სამი გამოფენა იმართება).


საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, იტალიის სახელმწიფოს მეთაური მონაწილეობას მიიღებს ორი ქვეყნის მთავრობების მიერ ერთობლივად ორგანიზებულ ბიზნეს–ფორუმში, რომელსაც იტალიური მხრიდან გაუძღვება იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მიკელე ჯერაჩი. ბიზნეს–ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ორი ქვეყნის უმთავრესი ეკონომიკური უწყებები და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების წარმოების დარგებში მომუშავე იტალიური და ქართული კომპანიები.


ბიზნეს ფორუმის ერთ-ერთი პანელი განათლებასა და სამეცნიერო კვლევებს მიეძღვნება.


სხვა სიახლეები