• Ƀ/$

კოსმოსური ტურების ფასი $200 000-$300 000 იქნება

16 ივლისი 15:34, 2018 წელი | ტექნოლოგიები

Space X-ის შესახებ ბოლო 1 წელიწადში ძალიან ბევრი დაიწერა. როგორც წესი, მას NASA-ს ადარებენ, თუმცა რეალური კონკურენტი შესაძლოა, ასევე, კერძო კოსმოსური კომპანია Blue Origin გახდეს. 

კომპანიას ჯერჯერობით მარსის კოლონიზაციის სურვილი არ აქვს, თუმცა იაფ კოსმოსურ ტურებს უკვე 2019 წლიდან გეგმავს. სიიაფეში $200 000-$300 000 იგულისხმება. ხომალდზე 6 მგზავრის ადგილია, ის ზედაპირს 100 კილომეტრით მოშორდება, სწორედ ეს მანძილი ითვება პირობით კოსმოსურ ზღვრად.


100 კილომეტრის დაშორება არასაკმარისი მანძილია იმისთვის რომ ასტრომოყვარულმა ტურისტმა დედამიწა მთლიანად დაინახოს, თუმცა საკმარისია იმისთვის რომ პლანეტის მრუდწირული მოხაზულობა შენიშნოს.  


ხომალდის სახელი ასტრონავდ ალან შეპარდის საპატივსაცემოდ „შეპარდი“ იქნება.


Blue Origin როგორც კერძო კოსმოსური კომპანი 2000 წელს ჯეფ ბეზოსმა დააარსა, თუმცა ამ დრომდე მას Space X-ისგან განსხვავებით რაიმე გარღვევა არ მოუხდენია. ჯერ ადრეა მის მომგებიანობაზე ლაპარაკიც.


 


მსგავს თემაზე:


კოსმოსური სასტუმრო მსურველებს 2022 წლიდან უმასპინძლებს


მასკმა მარსზე გასაგზავნი ხომალდის ნაწილის ფოტო გამოაქვეყნა


FALCON 9-მ ესპანური სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი ორბიტაზე წარმატებით გაიტანა


TESLA-მ შესაძლოა მარსი ბაქტერიებით დააბინძუროს


მსგავს თემაზე:

გერმანელები კოსმოსში ათვისებისთვის ემზადებიან – ჯერ მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივით


კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი 1 თვით "გამორთეს"



სხვა სიახლეები