• Ƀ/$

გერმანიაში საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენების 2/3-ს ხელახლა ამუშავებენ

21 ივლისი 11:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

მოსახლეობის რაოდენობის და მათი შემოსავლის ზრდასთან ერთად იზრდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობაც, რაც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ნარჩენების გადამუშავება პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. 

ნარჩენების ნახევარზე მეტს სრულად მხოლოდ 3 სახელმწიფო ამუშავებს: გერმანია, ავსტრია და სამხრეთ კორეა, მათ მეოთხე უელსიც ემატება, რომელიც ბრიტანეთის შემადგენლობაში რჩება. მათგან ყველაზე მეტ ნარჩენს 57%-ს გერმანია ამუშავებს, უელსი 52%-ს შვეიცარია კი 49.7%-ს.


ევროკავშირს 2030 წლისთვის ამ რიცხვის 65%-მდე გაზრდა სურს, უელსში კი 2050 წლამდე 100%-იანი გადამუშავების შესაძლებლობას განიხილავენ.


განვითარებულ ქვეყნებში სამრევწველო ნარჩენებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, შესაბამისად ნარჩენების ჯამური გადამუშავების მაჩვენებელი უფრო მაღალია. გერმანია ამ კუთხით ისევ პირველია 66%, მას სინგაპური მოსდევს 61%-ით, ათეულს შვეიცარია და ნიდერლანდები ასრულებს შესაბამისად 53 და 52 პროცენტით.


ნარჩენების გადამუშავების გარდა ასევე მნიშვნელოვანია ძველი ნაგავსაყრელის შესაბამისი წესით კონსერვაცია, რათა სხვადასხვა ნივთიერებების დაშლითა თუ ლპობით გამოყოფილმა აირებმა ატმოსფერო არ დააბინძუროს. ნარჩენების გადამუშავებას მათი თავდაპირველი სეპარაცია აადვილებს.


 


მსგავს თემაზე:


ინდოეთი 2022 წლიდან პლასტიკატის ნაწარმს აკრძალავს


რატომ არ ყრიან შვეიცარიელები კვირას მინის ნარჩენებს


დედამიწის დღე, პრობლემები, შედეგები და გამოსავალი


სხვა სიახლეები