• Ƀ/$

NOKIA EDGE-ს 8GB ოპერატიული მეხსიერება და 24MP-იანი კამერა ექნება

18 ივლისი 13:59, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ფინური კომპანია NOKIA 10 წლის წინათ ბაზრის უდავო ლიდერი იყო. მისი წილი მობილურ ბაზარზე 2007 წელს 40%-ს აღწევდა. SAMSUNG მეორე პოზიციას იკავებდა, სამეულს MOTOROLA ასრულებდა. IPHONE კი ლიდერთა ხუთეულში არც იძებნებოდა. 

2008 წლიდან ნოკიას წილი ნელ-ნელა შემცირდა, 10-იან წლებში კი კატასტროფულად დაეცა. მისი ახალი მოდელები ბაზრის მოთხოვნებს ვეღარ პასუხობდა. ოპერაციული სისტემა, სენსორული ეკრანი, პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, კამერა, დიზაინი... ნოკიას ყველა სეგმენტში კონკურენტებმა აჯობეს. სიტუაცია არც MICROSOFT-ის გამოჩენას შეუცვლი, რამდენიმემილიარდიანმა ინვესტიციამ გაყიდვები არ გაზარდა. ძველი ლიდერი ახლა ყველაფერს ისევ დამოუკიდებლად ცდილობს, ახალი მოდელები ნამდვლიად კონკურენტუნარიანია.


ოპერატიული მეხსიერება თანამედროვე სმარტფონის ერთ-ერთი მთავარი პარამეტრია. SAMSUNG GALAXY S9-ს ოპერატიული მეხსიერება 4GB-ს აღწევს, S9+  -ის 6GB-ს, IPHONE X-ის კი მხოლოდ 3GB-ს, ამის საპირისპიროდ ახალი NOKIA EDGE-ს ოპერატიული მეხსირება 8GB-ს შეადგენს, რაც ლეპტოპშიც კი კარგ მაჩვენებლად ითვლება. AMOLED ეკრანი 5.7 ინჩი, გაფართოება 2960x1440 იგივე რაც SAMSUNG GALAXY S9-ს, შიდა მეხსიერება 256GB, მთავარი კამერა 24MP, სელფის კამერა კი 12MP. გაყიდვები სექტემბრიდან დაიწყება ფასი ჯერჯერობით უცნობია.


კიდევ ერთი მოდელი NOKIA MAZE MAX-ის პარამეტრები კიდევ უფრო შთამბეჭდავია, 10GB ოპერატიული და 6.3 ინჩიანი 4K ეკრანი. სავარაუდო ფასი $700. ამ მოდელის გაყიდვაც წლის ბოლომდე დაიწყება.


მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წინსვლის მიუხედავად მისი წილი ბაზარზე ჯერ კიდევ ვერ აღწევს 2%-ს. 21.7%-ით ლიდერობას SAMSUNG ინარჩუნებს.


 


მსგავს თემაზე:


ახალი I9 პროცესორის მქონე MACBOOK PRO $6700 ეღირება


128 TB-იანი მეხსიერების ბარათი რეალობა ხდება


სხვა სიახლეები