• Ƀ/$

ფეისბუკზე ძალადობის შემცველი პოსტები წაიშლება

19 ივლისი 13:36, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ფეისბუკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოსტები, რომლებიც იქნება ძალადობის შემცველი, სოციალური ქსელიდან წაიშლება.

მათი თქმით ეს არის ნაბიჯი იმ კრიტიკის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც პლატფორმაზე გავრცელებულმა ცრუ ინფრომაციამ და ჭორებმა ადამიანებს მთელ მსოფლიოში ფიზიკური ზიანი მიაყენეს.


ფეისბუქის ასეთი მიდგომა დეზინფორმაციის შემცირებასა და სოციალური ქსელის არასწორი ინფრომაციისგან სრულიად გაწმენდას ისახავს მიზნად.


ფეისბუქის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი ენდობიან ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც გადაწყვეტენ, გამოქვყნებული ინფორმაცია რამდენად სწორია და შეიცავს თუ არა ძალადობას და თუ ასე იქნება  - პოსტი წაიშლება.


ამ რეფრომებს კომპანია რამდენიმე გლობალურ ცხელ წერტილში დაიწყებს, პირველ რიგში შრილანკასა და მიანმარში, სადაც ზოგიერთმა ადამიანმა და გარკვეულმა ჯგუფებმა ფეისბუქის მეშვეობით გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, რამაც შემდეგ ფიზიკური ძალადობა გამიწვია.


ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, თუ ვინ იქნებიან ფეისბუქის პარტნიორები ამ რეფორმებში და რა ახალ კრიტერიუმებს შემოიღებენ ისინი.


სხვა სიახლეები