• Ƀ/$

12 წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის სანიტარულ სამსახურს ქართული ღვინის მიმართ კითხვები გაუჩნდა

19 ივლისი 16:50, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

„როსპოტრებნადზორის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად წლის პირველ ნახევარში რუსეთში საქართველოდან აუცილებელი მოთხოვნების შეუსაბამო პროდუქციის შეტანის მცდელობა აღიკვეთა.

„ზედამხედველობის ფედერალური სამსახური, მომხმარებელთა უფლებების  და მათი კეთილდღეობის დაცვის მიზნით, საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში შესული ალკოჰოლური ნაწარმოების ხარისხის შემოწმებას აწარმოებს.


2018 წლის პირველ ნახევარში გამოვლინდა ალკოჰოლური ნაწარმის პარტია, რომელიც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობას და ტექნიკურ რეგლამენტს არ შეესაბამებოდა.


აღნიშნული პროდუქციის პარტია, რომლის საერთო მოცულობა 16 ათას ლიტრს წარმოადგენდა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.


ამოღებული პროდუქციის ხარისხის ანალიზი, წარმოების ტექნოლოგიის დარღვევაზე მიუთითებს, როგორც მწარმოებლების, ასევე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან.


რუსეთში შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის და უსაფრთხოების კონტროლი გამკაცრდება“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.


2006 წლამდე ქართული ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზარს რუსეთი წარმოადგენდა, თუმცა შემდეგ პოლიტიკური მიზეზების გამო და სანიტარული ნორმების შეუსაბამობის საბაბით რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი აკრძალა. ვითარება 2013 წელს შეიცვალა. 2018 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით სულ ექსპორტირებულია 38.2 მილიონი ბოთლი ღვინო, საიდანაც 62.8% -24 მილიონი ბოთლი რუსეთშია გატანილი.


 


მსგავს თემაზე:


იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი გამარტივდა 


ჰონკონგის ღვინის გამოფენაში 13 ქართული კომპანია მონაწილეობდა


სხვა სიახლეები