• Ƀ/$

დოლარი მსოფლიო მასშტაბით გამყარდა

19 ივლისი 17:51, 2018 წელი | ფინანსები

დოლარი მსოფლიო ვალუტებთან მიმართებაში ინტენსიურად მყარდება. გამყარება მთელი კვირის მანძილზე შეინიშნებოდა, თუმცა გამონაკლისს 16 ივლისი ტრამპისა და პუტინის შეხვედრის დღე წარმოადგენდა.

12 ივლისს 1 ევრო 1.1672 დოლარი ღირდა, 16 ივლისს 1.1742-მდე გაძვირდა, 19 ივლისს კი 1.1593-ზე ჩამოვიდა.


1 ფუნტის ღირებულება 1.2985 დოლარია, კურსი 1.3-ს აგვისტოს შემდეგ პირველად ჩამოსცდა. 16 ივლისს ის 1.3285-ზე იყო ასული.


ბოლო 3 დღის განმავლობაში დოლარი შვეიცარიულ ფრანკთანაც გამყარდა თუ 16 ივლისს 1 ფრანკი 1.0065 დოლარი ღირდა, ამჟამად 0.9973 ღირს.


ევროპის მსგავსად პოზიციები დათმეს აზიურმა ვალუტებმაც. დოლარის შესაძენად 1 კვირის წინ 6.67 ჩინური იუანი საკმარისი იყო, ამჟამად კი 6.77  ღირს. იაპონიაში კი 1 დოლარის შესაძენად  112-ის მაგივრად 113 იენის გადახდაა საჭირო.


 


მსგავს თემაზე:


ქვეყნები სავალუტო რეზევების მიხედვით, ვის მეტი აქვს რეზერვი ჩინეთს თუ შვეიცარიას?


ჩინეთის ამბიციები, გახდება იუანი მსოფლიო ვალუტა?


სხვა სიახლეები