• Ƀ/$

ტრამპმა FED-საც შეუტია

20 ივლისი 15:29, 2018 წელი | ფინანსები

დონალდ ტრმპმა ფედერალურ სარეზერვო სისტემასაც (FED) შეუტია და საპროცენტო განაკვეთის გაზდის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. 

პრეზიდენტის მტკიცებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. საპროცენტო განაკვეთი მიმდინარე წელს 2 ეტაპად 1.5%-დან 2%-მდე გაიზარდა.


ფედრეზერვის განაკვეთი მკვეთრად 5-დან 0.25 პროცენტამდე 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს დაეცა და 2016 წლამდე აღარც გაზრდილა. ტრამპის პრეზიდენტობის 1.5 წლიან პერიოდში კი ზრდა 7 ეტაპად განხორციელდა და მისი მოცულობა 8-ჯერ 0.25-დან 2 პროცენტამდე გაიზარდა.



ტრამპის განცხადებით გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი კრედიტს აძვირებს, რაც ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.


საგულისხმოა, რომ ძლიერი ვალუტა ამცირებს ექქსპორტსაც, რაც ასევე ეწინააღმდეგება ტრამპის პროტექციონისტულ პოლიტიკას.


 


მსგავს თემაზე:


პუტინის ყველაზე საშინელი მტერი შესაძლოა, ტრამპი გახდეს


აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე მომუშავე კომპანიებს სანქციებს უმზადებს


აშშ-ის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $800 მლრდ-ს მიაღწია


სხვა სიახლეები