• Ƀ/$

ჩინეთში მზის ელექტროსადგურები უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებენ ვიდრე აშშ, იაპონია, ბრიტანეთი და საფრანგეთი ერთად აღებული

28 ივლისი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

განახლებადი ენერგიის წილი თანდათან იზრდება.  2004-2017 წლებში დარგში $3.4 ტრლნ-ს ინვესტირება განხორციელდა. აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზად ტექნოლოგიებზე ფასების კლება და წიაღისეულ საწვავზე გადასახადების ზრდა სახელდება. 

2008 წლიდან მოყოლებული განახლებად ენერგიაში წლიურად $200 მლრდ-ზე მეტი იდება, 2014 წლიდან მოყოლებული კი $300 მლრდ-ზე მეტი. ამასთან იზრდება მარგი ქმედების კოეფიციენტი, შესაბამისად ყოველ დახარჯულ 1 დოლარზე უფრო მეტი ენერგიის მიღება ხდება ვიდრე ეს 5 ან 10 წლის წინ ხდებოდა. ბოლო წლებში ინვესტირების მოცულობის ზრდის ტემპის შენელება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.



განახლებად ენერგიას ქარსა და მზესთან ერთად მიეკუთვნება გეოთერმული, ბიომასის, ზღვის მიმოქცევის, მყინვარის დნობისა და ჰიდრო ენერგიაც. XX საუკუნეში, განვითარებულ ქვეყნებში ჰიდროენერგიის დიდი ნაწილი უკვე აითვისეს. ჩამორჩენის აღმოფხვრას ჩინეთის ცდილობს, სადაც 2012 წელს „სამი ხეობის კაშხალი“ ამუშავდა, რომელიც $27 მლრდ-მდე დაჯდა, წეიწადში 100 მლრდ კვტ/სთ-ს გამოუმუშავებს, 8.5-ჯერ მეტს ვიდრე საქართველო ჯამურად და მისი სიმძლავრე 30 მილიონი ცხენის ძალაა. თუმცა მთავარი აქცენტი მაინც ქარისა და მზის ენერგიაზე კეთდება, განსაკუთრებით კი მზისაზე რომლის პოტენციალიც ყველაზე დიდია და რომლის ფასცი ყველაზე სწრაფად მცირდება.


ჩინეთი, რომელიც კვლავ რჩება გარემოს ყველაზე დიდ დამაბინძურებლად განახლებად ენერგიაში ყველაზე დიდ თანხებს დებს. 2017 წელს ჩინეთში მზის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ 131 გიგავატს მიაღწია, რაც აღემატება აშშ-ის, იაპონიის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ჯამურ მაჩვენებელს.  


ჩინეთი ასევე ლიდერობს ქარის ენერგიის მიმართებაშიც. 2006 წელს ჩინეთში ქარის ენერგიის დადგმული სიმძლავრე 2.6 გიგავტს აღწევდა, ევროკავსირში კი 48-ს ანუ 18.46-ჯერ მეტს. 2017 წელს ჩინეთში დადგმულმა სიმძლავრემ 188 გიგავატს მიაღწია, ევროკავშირში კი მხოლოდ 169-ს. დროის ერთიდაიმავე მონაკვეთში გენერაცია ჩინეთში 72-ჯერ გაიზარდა, ევროკავშირში კი მხოლოდ 3.5-ჯერ.


დღეისთვის ელექტროენერგიის 40%-ს ისევ ქვანახშირი გამოიმუშავებს, რომელიც გარემოზე დამღუპველად ზემოქმედებს, გამახლებადი ენერგიის წილი მხოლოდ 25%-ს შეადგენს, თუმცა 4 წლის წინ 22%-ს არ აღემატებოდა. საგულისხმოა ისიც, რომ მზის ენერგიის წილმა 1%-ს, ხოლო ქარისამ 2%-ს გადააჭარბა.  


დღეისთვის ელექტროენერგიის 40%-ს ისევ ქვანახშირი გამოიმუშავებს, რომელიც გარემოზე დამღუპველად ზემოქმედებს, გამახლებადი ენერგიის წილი მხოლოდ 25%-ს შეადგენს, თუმცა 4 წლის წინ 22%-ს არ აღემატებოდა. საგულისხმოა ისიც, რომ მზის ენერგიის წილმა 1%-ს, ხოლო ქარისამ 2%-ს გადააჭარბა.  


 


მსგავს თემაზე:


საქართველოში პირველი მზის ელექტროსადგური აშენდება


გამჭვირვალე მზის პანელი განახლებადი ენერგიის წილს გაზრდის


პარიზის შეთანხმების დატოვების მიუხედავად აშშ-ში განახლებადი ენეგიის წილი გაიზარდა


განახლებადი ენერგიის წილის ზრდის შედეგად, ბრიტანეთში ნახშირის გამოყენება შეჩერდა


მსგავს თემაზე:

საქართველოში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება


265 მლნ ცხენისძალიანი მზის ელექტროსადგური გლობალური დათბობის წინააღმდეგ


მზის ელექტროსადგურები – 18 700%–იანი ზრდა და უფრო მეტი პერსპექტივა


SAMSUNG-ის ოფისები განახლებად ენერგიაზე გადადის



სხვა სიახლეები