• Ƀ/$

იუპიტერის მთვარეების რაოდენობა 79-მდე გაიზარდა

28 ივლისი 13:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

იუპიტერი მზის სისტემის აბსოლუტური რეკორდსმენია. მისი მასა დედამიწისას 318-ჯერ აღემატება, ზედაპირის ფართობი, 122-ჯერ, მოცულობა 1321-ჯერ მთვარეების რაოდენობა კი 79-ჯერ. 

გიგანტი პლანეტა მზიდან საშუალოდ 778 მილიონი კილომეტრის (5.2 ა.ე) მოშორებით მდებარეობს. დედამიწიდან მინიმალური დაშორება 590, მაქსიმალური კი 965 მილიონი კილომეტრია რაც დამოკიდებულია როგორც ერთი, ასევე მეორე პლანეტის ორბიტარულ მდებარეობაზე. მზის გარშემოვლას იუპიტერი 13.07 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობისას 11.86 წელიწადს ანდომებს. პლანეტა თავისი ზომის გამო ცნობილი ბევრად ადრე იყო ვიდრე კლასიკური ასტრონომია დაიბადებოდა. ვეფხისტყაოსანში იუპიტერი მისი ძველქართული სახელით „მუშთარი“ 2 სხვადასხვა ეპიზოდში სამჯერაა ნახსენები.


2017 წლამდე ცნობილი იყო, რომ იუპიტეს 67 მთვარე ჰყავდა, ყველაზე ბევრი მზის სისტემაში, მაგრამ ეს რაოდენობა 2017 წელს კიდევ 12-ით გაიზარდა. აღმოჩენა 2018 წელს დადასტურდა. 1 წლის განმავლობაში მათი ზომებისა და ორბიტალური ბრუნვის მახასიათებლები დგინდებოდა. აღმოჩენა კარნეგის მეცნიერებათა ჯგუს ეკუთვნის.


სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს ისიც, რომ 79-დან 63 მთვარის დიამაეტრი 10 კილომეტრზე ნაკლებია. ყველაზე ცნობილ ბუნებრივ თანამგზავრებად კი ისევ 4 მათგანი რჩება: იო, ევროპა, განიმედე და კალისტო. მათგან გამორჩეული ევროპაა სადაც 3-ჯერ მეტი წყალია, ვიდრე დედამიწაზე, ეს მაშინ როცა მისი მოცულობა დედამიწისას 66.7-ჯერ ჩამოუვარდება.


იუპიტერმა და მისმა ოტხმა თანამგზავრმა კაცობრიობას ერთხელ უკვე გაუწია სამსახური როდესაც გალიელის გეოცენტრისტული მოდელის მცდარობაში მტკიცება გაუმარტივა. ლოგიკით თუ რაიმე ობიექტი ბრუნავს სხვა ობიექტის გარშემო ე.ი. სამყაროში ყველაფერი დედამიწის გარშემო არ ბრუნავს. ევროპაზე სიცოცხლის რაიმე ფორმით არსებობის დადასტურება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. 2006 წელს გაშვებულმა ზონდმა „ნიუ ჰორიზონსმა“ 2015 წელს პუტონს მიაღწია, მკაფიო გამოსახულების ფოტოები გადაუღო და მასზე ყინული არსებობა დაადასტურა. ზონდი იუპიტერთან ახლო მანძილზე ჩავლისას იუპიტერის გრავიტაციის შედეგად 23 კმ/წმ-მდე აჩქარდა. აღნიშნული ამაჩქარებელი ფენომენი შესაძლოა მომავალშიც პილოტიტრბული მისიების დროსაც იქნას გამოყენებული.



 


მსგავს თემაზე:


რა უშლის ხელს არამიწიერი ცივილიზაციის აღმოჩენას და როდის დამყარდება მათთან პირველი კონტაქტი


სამყაროს მასშტაბები, სამყარო ბევრად უფრო დიდია დედამიწაზე, ვიდრე დედამიწა მალარიის გადამტან კოღოზე


მსგავს თემაზე:

TESLA-მ შესაძლოა მარსი ბაქტერიებით დააბინძუროს


მასკმა მარსზე გასაგზავნი ხომალდის ნაწილის ფოტო გამოაქვეყნა


კოსმოსური სასტუმრო მსურველებს 2022 წლიდან უმასპინძლებს


კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი 1 თვით "გამორთეს"



სხვა სიახლეები