• Ƀ/$

ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა, ოქტომბერში დასრულდეს

23 ივლისი 13:27, 2018 წელი | ეკონომიკა

ბრექსიტის მინისტრ დომინიკ რაბის განცხადებით, ევროკავშირთან საბოლოო შეთანხმება ბრექსიტის თაობაზე შესაძლოა, ოქტომბერში მოხერხდეს, რაც ოფიციალურ, დათქმულ დროს 5 თვით უსწრებს.

მიუხედავად შესაძლო ტექნიკური პრობლემების მოგვარების დაჩქარებისა ლონდონი აჩქარებას მაინც არ გეგმავს.


ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად 2019 წლის 29 მარტს დატოვებს. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მთავარ თემად ახალი სავაჭრო შეთანხმებების გაფორმება რჩება, რომელიც ბევრ ნიუანსს შეიცავს და ტრაციციულად უფრო მეტ მოთხოვნას ბრიუსელი აყენებს.


ბრექსიტი იქნება მთავარი განსახილველი თემა ტერეზა მეისა და რიგი ევროპული ქვეყნების ლიდერებისა: ჩეხეთი, ავსტრია, ესტონეთი.


ბრექსიტის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია აშშ-ისთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება.


 


მსგავს თემაზე:


ბრიტანეთის ექსპრემიერმა „ბრექსიტის“ ხელმეორე რეფერენდუმი ახსენა


ბრიტანეთის ეკონომიკა სტაგნაციის ზღვარზეა


ბრექსიტი თითოეულ ბრიტანელს შესაძლოა, 1000 ფუნტი დაუჯდეს


სხვა სიახლეები