ქსელის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საჭიროა როგორც გადამცემი სადგურების მოდერნიზება ასევე სმარტფონის პროგრამული და ფიზიკური მხარდაჭერა. ამერიკულმა კომპანია Qualcomm-მა რომელიც ძირითადად ჩიფსეტების წარმოებითაა ცნობილი სმარტფონის 5G გადამცემი ანტენა გამოუშვა. მისი ზომა ცხადია მცირეა, სიგრძეში დაახლოებით ფრჩხილის სიგრძეს უტოლდება, სიგანეში კი უფრო ნაკლებს.
ანტენა მილიმეტრულ ტალღებზე იმუშავებს, რაც მისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. სხვა მხრივ რაიმე სახის პრობლემა არ არსებობს.
Qualcomm ამარაგებს ისეთ ცნობილ მწარმოებლებს როგორებიც არიან: SAMSUNG, LG, SONY, HTC… თანამშრომლობა სავარაუდოდ 5G ტექნოლოგიის პირობებშიც გაგრძელდება.
Qualcomm-ის შემოსავლებმა 2017 წელს $22.3 მლრდ-ს მიაღწია, ხოლო წმინდა მოგებამ $2.47 მლრდ-ს.
5G-ს თეორიული სიჩქარე 10 გბ/წმ-ს აღწევს, რომლის საშუალებითაც 4K გარჩევადობის ფილმის რამდენიმე წამში ჩამოტვირთვა ხდება შესაძლებელი. მისი მეშვეობით გაიზრდება ვირტუალური რეალობის შესაძლებელობები და ნივთების ინტერნეტის როლი ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში.
მსგავს თემაზე:
5G ინტერნეტის შესაძლებლობები ბარსელონაშიც განიხილეს
ახალი I9 პროცესორის მქონე MACBOOK PRO $6700 ეღირება
128 TB-იანი მეხსიერების ბარათი რეალობა ხდება
IV ინდუსტრიული რევოლუცია - ისტორიული შანსი საქართველოსთვის
მსგავს თემაზე:
ნივთების ინტერნეტი, ქსელში ჩართული 50 მილიარდი მოწყობილობა
ინტერნეტი 1 წუთში - 187 მილიონი გაგზავნილი იმეილი და $862 000-ის ონლაინ ნავაჭრი