• Ƀ/$

88 ინჩიანი 8K გარჩევადობის მქონე OLED ტელევიზორი LG-სგან

29 ივლისი 14:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

იმ დროს როცა ჰოლოგრამული გამოსახულება ჯერ კიდევ ჩანასახის პროცესშია და მის ფართო მოხმარებაში დანერგვას წლები დასჭირდება, ტელევიზორის ტრადიციულ მწარმოებლებს კონკურენცია ინოვაციებისკენ და ხარისხის ზრდისკენ უბიძგებს. 

სმარტფონების მსგავსდად SAMSUNG ტელევიზორების წარმოებაშიც ლიდერია, მას მთავარ კონკურენციას ასევე სამხრეთკორეული LG უწევს. უახლესი 88 ინჩიანი (223.5 სმ) 8K გარჩევადობის OLED ტელევიზორი ლას-ვეგასის ტექნოლოგიების გამოფენაზე სწორედ ამ უკანასკნელმა წარადგინა.


OLED ტელევიზორებს ძირითადად LG და SONY აწარმოებს, SAMSUNG მასზე ჯიუტად უარს ამობს და მსგავსი ტიპის ეკრანს მხოლოდ სმარტფონში ჯერდება. ჩვეულებრივი LED ტელევიზორისგან განსხვავებით OLED-ს უფრო მკაფიო ფერები აქვს, სხვაობა განსაკუთრებით შავი ფერის შემთხვევაში შეინიშნება. ამასთან OLED ტელევიზორი უფრო თხელია და ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. მისი ნაკლოვანებები კი მაღალი ფასი და ნაკლებსიცოცხლისუნარიანობაა. 17-20 ათასი საათის შემდეგ ფერები ძველებურ სიმკვეთრეს კარგავენ რაც დღეში 8 საათიანი მოხმარებით 6-7 წელია. მის სანაცვლოდ SAMSUNG-მა MICROLED ტელევიზორი გამოუშვა რომლის ეკრანშიც OLED-ის მსგავსად თითოეული მიკროსკოპული წერტილი დამოუკიდებლად ანათებს.



8K UHD – ULTRA HIGH DEFINITION ულტრა მაღალი გამოსახულების ხარისხი, წერტილების რაოდენობა კვადრატულ ინჩზე 7680X4320, რაც 4-ჯერ მეტია ვიდრე 4K და 16-ჯერ მეტი ვიდრე FULL HD. ძალიან მაღალი გარშევადობის მიუხედავად რამდენიმე პრობლემა მაინც იჩენს თავს. თვალისთვის HD_ისა და FULL HD-ის ან FULL HD_ისა და 4K-ს შორის განსხვავების აღქმა ბევრად უფრო მარტივია ვიდრე 4K-სა და 8K-ს შორის, რის გამოც მომხმარებელი ნაკლებად მოინდომებს დამატებით თანხის გადახდას, ტექნოლოგია კი საკმაოდ ძვირია. სხვაობა ფასთა შორის უფრო დიდია ვიდრე სხვაობა თვალისათვის აღსაქმელ გარჩევადობას შორის. ამასთან 8K გარჩევადობის ვიდეოფაილი ჯერჯერობით ძალიან ცოტაა, ძირითადად რამდენიმეწუთიანი ვიდეოები. 4K ფილმები უკვე არსებობს, თუმცა ტელევიზია ამ ფორმატში მხოლოდ იაპონიაში მაუწყებლობს. 20-იანი წლების პირველ ნახევარში დარგის ექსპერტები სწორედ 4K ფორმატის დომინირებას პროგნოზირებენ. 


 


მსგავს თემაზე:


პირველი 4K გარჩევადობის პროექტორი, 150 ინჩის ზომის გამოსახულებით


ახალი I9 პროცესორის მქონე MACBOOK PRO $6700 ეღირება


NOKIA EDGE-ს 8GB ოპერატიული მეხსიერება და 24MP-იანი კამერა ექნება


მსგავს თემაზე:

LG-მ 65–დუიმიანი დრეკადი OLED–ტელევიზორი შექმნა


პირველი სმარტფონი 24 წლისაა



სხვა სიახლეები