„დიდი მადლობა პრემიერს მხარდაჭერისთვის, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდ თანხებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. დღეს ყვითელი ავტობუსების რაოდენობა ჭარბობს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ 2019 წელს ჩვენ გვეყოლება ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსები. ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. ეს არის წარსული და ჩვენ გვინდა უკეთესი მომავალი, რომ რეალურად შევცვალოთ არსებული მდგომარეობა ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამ ეტაპისთვის თბილსში 500-მდე ძველი "ბოგდანისა" და "ისუზუს" მარკის ავტობუსი გადაადგილდება რომელთა აბსლუტური უმრავლესობა უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს. მათი ასაკი 10-12 წელს აღემატება. 2016 წლიდან დაიწყო ავტობუსების პარკის განახლება რის ფარგლებშიც მერიამ 143 CNG საწვავზე მომუშავე MAN-ის ტიპის ლურჯი ავტობუსი შეიძინა.
მსგავს თემაზე:
თბილისში ძველ და გაუმართავ ავტომობილებზე შეზღუდვები დაწესდება
შვეიცარული „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა საქართველოში აშენდება