• Ƀ/$

ესტონეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდა

24 ივლისი 15:24, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ესტონეთის მთელ ტერიტორიაზე 2018 წლის 1-ლი ივლისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით (ავტობუსი და ტრამვაი) მგზავრობა უფასო გახდა. პროექტი სოციალურ ხასიათს არ ატარებს და მისი მიზანი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ტალინში უფასო ჯერ კიდევ 2013 წელს გახდა, თუმცა აღნიშნული მხოლოდ ქალაქის მკვიდრ მოსახლეობას შეეხებოდა, ცვლილებების შემდეგ კი 100%-იანი სუბსიდია ყველა მგზავრზე გავრცელდა.


გადაწყვეტილებას მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „უფასო“ არაფერი არსებობს და ირიბი დანახარჯი პირდაპირს გადააჭარბებს. კითხვის ნიშნები ისმება მომსახურების ხარისხთან და მის შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებით.


ესტონეთში მეტრო არ არის და არც მისი საჭიროება იგრძნობა, ყველაზე დიდ ქალაქში ტალინში მოსახლეობა 450 000-ს შეადგენს. ტრამვაი ისედაც ეკოლოგიურია. 1 ავტობუსი კი გაცილებით ნაკლებ საწვავს მოიხმარს ვიდრე იმ მსუბუქი ავტომობილების ჯამური რაოდენობა რაც მის ჩასანაცვლებლადიქნება საჭირო. იმავეს თქმა შეიძლება გაზე გამოყოფილ ადგილზეც.


ესტონეთი ერთადერთი არაა, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს გერმანიაშიც სადაც პირველ ეტაპზე 5 ქალაქი შეირჩა, იგივე სურს პარიზის მერსაც. 


 


მსგავს თემაზე:


თბილისის ცენტრალურ უბნებში 2019 წლიდან პარკირების საათობრივი საფასური დაწესდება


ბაქოში ტრამვაის ქსელის აღდგენის პროექტზე გადაწყვეტილებას ელოდებიან


სხვა სიახლეები