• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 30 მილიონი ისესხა

25 ივლისი 14:23, 2018 წელი | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2018 წლის 25 ივლისს, 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა  ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  57 415 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.650 პროცენტით, მაქსიმალური 7.720 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.690 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში ერთხელ მოხდება.


 


მსგავს თემაზე:


რეფინანსირების სესხის განაკვეთი 7%-მდე შემცირდა


სხვა სიახლეები