• Ƀ/$

ათი თანამგზავრით დატვირთული Falcon 9 კალიფორნიის კოსმოდრომიდან აფრინდა

25 ივლისი 17:25, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ათი საკომუნიკაციო თანამგზავრით Iridium დატვირთული რაკეტმზიდი Falcon 9 კალიფორნიის კოსმოდრომიდან აფრინდა. Falcon 9-ს სტარტის პირდაპირ ტრანსლაციას კომპანია SpaceX ახორციელებს.

რაკეტმზიდი თბილისის დროით 15:39 საათზე აფრინდა. ათმა Iridium NEXT ორბიტაზე წინა თაობის თანამგზავრები უნდა ჩაანაცვლონ. ამარატების დანიშნულებას ხმის გადაცემა და Iridium–ის სატელიტური ტელეფონების მონაცემების ტრანსლაცია წარმოადგენს. დღევანდელი გაშვების შემდეგ ორბიტაზე ამ კატეგორიის თანამგზავრების რაოდენობა დაგეგმილი 75–დან 65–ს შეადგენს. Iridium–ის სერიის თანამგზავრების წინა გაშვება ორბიტაზე მაისის ბოლოს შედგა.


დღევანდელი სტარტის მთავარი გამოწვევა კომპანიისთვის  SpaceX რაკეტმზიდის წინა ნაწილის, ძვირადღირებული ჰაერმჭრელის შენარჩუნებაა, რომლის „დაჭერასაც“ ხომალდი  Mr. Steven სპეციალური ბადით შეეცდება. წინა ორი ანალოგიური მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.


სხვა სიახლეები