• Ƀ/$

ეროვნულმა ბანკმა 36 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დახურა

25 ივლისი 18:19, 2018 წელი | ფინანსები

თბილისში შემოწმებების შედეგად, "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" მოთხოვნათა დარღვევების გამო, 36 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, ხოლო 68 პუნქტს ფულადი ჯარიმა დაეკისრა. 

დარღვევები ძირითადად დაფიქსირდა ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობასა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის არასათანადოდ მიწოდების გამო, მათ შორის, ტრანზაქციის გაუქმების შესაძლებლობის, საკომისიოს და საყურადღებო კურსის გამოყენების თაობაზე. 


ეროვნული ბანკი მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიოსთან დაკავშირებული ინფორმაცია.


 


მსგავს თემაზე:


რეფინანსირების სესხის განაკვეთი 7%-მდე შემცირდა


"აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს" ლიცენზია გაუუქმდა


სხვა სიახლეები