• Ƀ/$

facebook-მა $140 მლრდ დაკარგა, ცუკერბერგმა - $17 მლრდ

26 ივლისი 10:31, 2018 წელი | კომპანიები

Facebook-ის აქციების ფასი ოთხშაბათს 25 ივლისს რეკორდულად 20%-ით $173-მდე დავარდა. კაპიტალიზაცია $140 მლრდ-ით შემცირდა, ცუკერბერგმა კი რამდენიმე საათში $17 მლრდ დაკარგა. 

ასეთი დრამატული კლების მიზეზი ის ანგარიში გახდა, რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავალი და მომხმარებელთა რაოდენობა დაგეგმილზე გაცილებით ნაკლებად იზრდებოდა. თუმცა ვარდნის მასშტაბმა მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. Cambridge Analytica-ს სკანდალის დროსაც კი კაპიტალიზაცია მხოლოდ$95 მლრდ-ით შემცირდა, ისიც დროის შედარებით ხანგრძლივ მონაკვეთში. თუმცა შემოსავლის ზრდის ტემპის შენელება დიდწილად სწორედ  Cambridge Analytica-ს უკავშირდება.



ვარდნამდე ფეისბუქკის კაპიტალიზაცია $620 მლრდ-ს აღემატებოდა, ახლა $ტრლნ-იანი ზღვრის გადალახვა თავიდან მოუწევს. ცუკერბერგმა მცირე დროით ქონების რაოდენობით უორენ ბაფეტსაც გადაუსწრო და მეოთხე ადგილი დაიკავა, მაგრამ მალევე 4 პოზიციით ჩამოქვეითდა.


სხვა სიახლეები