• Ƀ/$

საფრენი კოსტიუმების გაყიდვა დაიწყო

26 ივლისი 14:55, 2018 წელი | ტექნოლოგიები

კომპანიამ Gravity Industries მიმდინარე თვეში დაიწყო მფრინავი კოსტიუმის გაყიდვა. კომპლექტი Jet Suit ბრიტანულ მაღაზიაში Selfridges 340 000 ფუნტ სტერლინგად იყიდება.

კოსტიუმი, რომლითაც ადამიანს ფრენა შეუძლია, 3D პრინტერზეა დაბეჭდილი და 5 ძრავით არის აღჭურვილი. ძრავები როგორც რეაქტიულ, ისე დიზელის საწვავზე მუშაობენ. მოწყობილობით 90 კმ/სთ სიჩქარის განვითარებაა შესაძლებელი, თუმცა მწარმოებლები მომხმარებლებს ურჩევენ, 50 კმ/სთ–ზე მეტი სიჩქარე არ განავითარონ, მათივე უსაფრთხოების მიზნით. საფრენი კოსტუმის კონსტრუქტორების თქმით, მისი მეშვეობით 3650 მ სიმაღლეზე შეიძლება აფრენა, თუმცა მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საწვავი (ავზის ტევადობა 15 ლ) მხოლოდ 4–5 წუთის განმავლობაში ფრენის საშუალებას იძლევა.


Jet Suit დაახლოებით 27 კილოგრამს იწონის. 


სხვა სიახლეები