• Ƀ/$

მთავრობა სავალუტო ფონდის კვლევაში აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს

26 ივლისი 16:24, 2018 წელი | ფინანსები

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდის კვლევაში აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს.

მინისტრის განცხადებით, საუბარია 2016 წლის კვლევაზე. „ეს არის მთავრობისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთობლივი დოკუმენტი. როდესაც სრულდება მუშაობა, მიდის დისკუსიები და თუ ვერ მოხდა მთავრობასა და სსფ-ს შორის შეთანხმება, შესაძლებელია კვლევა არ გამოქვეყნდეს. აღნიშნულ დოკუმენტში ასახული ბევრი ნეგატიური მოვლენა, სრულად არის გათვალისწინებული დღევანდელი ხელისუფლების მიერ და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მის აღმოფხვრაზე,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა         


მისივე განცხადებით,  2016 წლის მიმოხილვაში პრობლემურ საკითებს შორის დასახელებული იყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საგარეო ვალი, ასევე, ფიზიკური პირების მაღალი დაკრედიტება, რომლის მზარდი ტემპიც ერთ-ერთ რისკფაქტორად იყო აღიარებული. მან ასევე აღნიშნა, რომ 2018 წლის 27 ივნისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს გამოქვეყნებული აქვს მიმოხილვა, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო დასკვნა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.


სხვა სიახლეები