• Ƀ/$

დეპოზიტების მოცულობამ 20 მილიარდს გადააჭარბა

26 ივლისი 19:06, 2018 წელი | ფინანსები

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი ივლისისათვის 20.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 244.4 მლნ ლარით, მეტია პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ინფორმაცია ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 282.1 მლნ ლარით, ანუ 3.6 პროცენტით.


დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 39.23 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.48 პროცენტული პუნქტით.


ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.9 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.9 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.6 პროცენტი.


უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.5 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.5 პროცენტი შეადგინა.


 


მსგავს თემაზე:


მშპ I კვარტალში 5.3%-ით გაიზარდა


წლიური ინფლაცია 2.2%-მდე შემცირდა


სხვა სიახლეები