• Ƀ/$

თურქმენეთი–აზერბაიჯანი–საქართველო–რუმინეთი – ახალი სატრანსპორტო დერეფნის პერსპექტივა

29 ივლისი 21:12 | ეკონომიკა

თურქმენეთი და რუმინეთი კასპია–შავი ზღვის სატრანსპორტო–სატრანზიტო დერეფნის შექმნისთვის პოლიტიკურ–დიპლომატიური ძალისხმევის მაქსიმალურ ამოქმედებაზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფოგ კონცერნი „თურქმენგაზი“ ავრცელებს.

აღნიშნულ სატრანზიტო მაგისტრალთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში იგეგმება ოთხვმხრივი შეხვედრის გამართვა საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილობით. სწორედ ეს საკითხი იყო განხილვის მთავარი თემა თურქენეთის კასპიისპირა ქალაქ თურქმენბაშში გამართული თურქმენულ–რუმინული დელეგაციების შეხვედრაზე.

„რუმინეთმა ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რომ კონსტანცას პორტი საკვანძო ადგილი გახდეს იმ სატრანსპორტო–სატრანზიტო დერეფანში, რომელიც შავ ზღვას კასპიის ზღვასთან დააკავშირებს“, – აცხადებს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი მარია მაგდალენა გრიგორე.

უკანასკნელ წლებში თურქმენეთის ხელისუფლება გათხევადებული გაზის აზერბაიჯანსა და საქართველოზე გავლით, რუმინეთის პორტ კონსტანცამდე ტრანსპორტირებაზე ფიქრობს, რომელიც კასპიის ზღვიდან ბაქოს პორტში, ხოლო შემდეგ შავ ზღვაზე საქართველოს პორტებიდან კონსტრანცამდე მივა.

ქალაქ თურქმენბაშის პორტი მაისის დასაწყისში გაიხსნა, რომელიც თურქული კომპანიის Gap Inşaat მიერ ინვესტირებული $1,5 მლრდ–ით აშენდა. პორტის ყოველწლიური გამტარუნარიანობა 17–18 მლნ ტონას შეადგენს.


სხვა სიახლეები