• Ƀ/$

რუსული ფული ბრიტანეთის სკოლებიდან გარბის

30 ივლისი 10:21 | ეკონომიკა

ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე ბრიტანული კერძო სკოლებიდან რუს ოლიგარქებს თავისი შვილები გაჰყავთ.

დამოუკიდებელი სკოლების საბჭოს მონაცემებით, რომელიც 1300 კერძო სკოლას აერთიანებს, რუსი მოსწავლეების რაოდენობა მესამე წელია, მცირდება. თუ 2015 წელს ბრიტანეთის კერძო სკოლებში სულ რუსეთის 3611 მოქალაქე სწავლობდა, გასული წლის ბოლო მონაცემებით, მათი რაოდენობა 2806–მდე შემცირდა.


ბრიტანული მედიის ცნობით, მნიშვნელოვანი შემცირება შეინიტშენბოდა მიმდინარე წლის იანვარშიც, რაც მიანიშნებს, რომ რუსი მოსწავლეების გასვლა სკოლებიდან არ უკავშირდება სკრიპალების მოწამვლის სკანდალურ ფაქტს. თუმცა, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთის სამხედრო მოქმედებებს სირიასა და უკრაინაში.


ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის კრის ბრაიანი მტკიცებით, ეს ყველაფერი ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან რუსი ბანდიტებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის შედეგია, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ისე გრძნობდნენ თავს ბრიტანეთში, როგორც საკუთარ სახლში.


ბრძოლა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ


გაზეთი The Sunday Times ივნისის დასაწყისში წერდა, რომ ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ კრემლთან დაახლოებული რუსი ოლიგარქების საქმეების გამოძიების მასშტაბი გააფართოვა და შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მათი აქტივები გაყინონ.


სააგენტოს ეკონომიკურ სამართალდარღვევებთან და კიბერსივრცეში დანაშაულებთან ბრძოლის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი დონალდ ტუნი აცხადებდა, რომ მისი გამომძიებლების გუნდი უკვე იძიებს „დაუდგენელი წარმოშობის სიმდიდრეზე გაცემული ორდერების“ (Unexplained Wealth Orders, UWO) 120–დან 140–მდე საქმეს.


დონალდ ტუნმა განაცხადა, რომ სააგენტოს გამომძიებლების თვითმიზანს არ წარმოადგენს გამოსაძიებელ საქმეთა ფიგურანტების მოქალაქეობა.


გამოძიების პროცესში ჩართული წყარო ბრიტანეთის მთავრობიდან აცხადებდა, რომ აღნიშნულ საქმეებში გამოვლენილი პირების დიდი უმრავლესობა ან რუსეთის მოქალაქეები არიან, ან კრემლთან დაახლოებული პირები. გამოცემა იმაზეც მიუთითებს, რომ საუბარია რუს ოლიგარქებსა და მულტიმილიონერებზე.


გამოცემის წყარო მთავრობიდან ადასტურებდა, რომ რუსი ოლიგარქებისა და კორუმპირებული პოლიტიკოსების წინააღდმეგ საგამოძიებო პროცესის დაჩქარება ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი ორმაგი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლამ განაპირობა.


2017 წელს ბრიტანეთში ამოქმედდა კანონი „კრიმინალური ფინანსების შესახებ“, რომელიც UWO-ს ამოქმედებას ითვალისწინებს. ეს სამართლებრივი ინსტრუმენტი ბრიტანეთის მთავრობას უფლებას აძლევს, მოითხოვოს ნებისმიერი საეჭვო ფინანსების წარმოშობის განმარტება, რომელიც 50 000 ფუნტს აღემატება. თუ აქტივების მფლობელი ვერ დაასაბუთებს მის განკარგვაში არსებული კაპიტალის წარმომავლობის კანონიერებას, ხელისუფლებას ამ თანხის დაპატიმრების უფლება აქვს.


სწორედ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ შეძლო რუსმა ოლიგარქმა, ლონდონური საფუხბურთო კლუბის „ჩელსი“ მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა, რის გამოც მას ინვესტორის ვიზა არ გაუგრძელეს. ამის შემდეგ აბრამოვიჩმა ისრაელის მოქალაქეობა მიიღო. ეს სტატუსი მას დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე წელიწადში 6 თვის განმავლობაში ყოფნის უფლებას აძლევს.


მსგავს თემაზე:


ოფიციალური ლონდონი პუტინთან დაკავშირებული ბიზნესმენების საწინააღმდეგო ზომებზე საუბრობს


რა ქონება შეიძლება ჩამოართვან აბრამოვიჩსა და შუვალოვს ინგლისში


ლონდონში საეჭვო წარმოშობის რუსული კაპიტალის დაპატიმრების ორდერები გასცეს


კრემლში შიშობენ, რომ ბრიტანეთი სანქციებს რუსეთის სახელმწიფო ვალზეც გაავრცელებს


ბრიტანეთის პარლამენტმა „რუსული შავი ფულის“ ანგარიში გამოაქვეყნა


სხვა სიახლეები