• Ƀ/$

მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებამ Twitter-ის აქციების ფასი დააგდო

30 ივლისი 13:19 | კომპანიები

სულ რაღაც, ერთ დღეში Twitter-ის აქციების ფასი $43-დან $34-მდე დავარდა. TechCrunch-ის ცენობით, კომპანიის კაპიტალიზაცია ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე მილრდ დოლარით შემცირდა.

სოციალური ქსელის აქციების მკვეთრი ვარდნა მომხმარებელთა საერთო რაოდენობის 1 მლნ ადამიანით შემცირებამ განაპირობა – 336 მლნ–დან 335 მლნ–მდე. კომპანიამ ბოტებისა და ყალბი ანგარიშების წინააღმდეგ ბრძოლა გაააქტიურა, რომლებმაც ქსელი გადაავსეს. სწორედ ამან განაპირობა მომხმარებელთა სტატისტიკის გაუარესება. კომპანია ქსელის გაწმენდას მომავალშიც გააგრძელებს, რაც, სავარაუდოდ, მომხმარებელთა რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს.


ინვესტორებს სულაც არ ახარებს ის ფაქტი, რომ სოციალური ქსელი უფრო ჯანსაღი ხდება: Twitter-ის მომხმარებელთა რაოდენობა საერთოდ არ იზრდება და კომპანიაში წარმოდგენაც არ აქვთ, როგორ შეიძლება ამ ტენდენციის უკეთესისკენ შეცვლა. ინვესტორები ვერ მოიხიბლნენ იმ ფაქტით, რომ გასულ კვარტალში Twitter-ის შემოსავალმა $711 მლნ, ხოლო წმინდა მოგებამ $100 მლნ შეადგინა.


მანამდე $120 მლრდ–ზე მეტით შემცირდა ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის Facebook კაპიტალიზაცია, რაც ერთ–ერთი უდიდესი ვარდნაა აშშ–ის ისტორიაში.


სხვა სიახლეები