• Ƀ/$

პირველი არჩევნები მუგამბეს შემდეგ

30 ივლისი 13:46, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ზიმბაბვეში არჩევნებია, რომელმაც რობერტ მუგამბეს 37-წლიანი მმართველობა საბოლოოდ უნდა დაასრულოს. უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას საუკეთესო შემთხვევაშიც კი ათწლეულები დასჭირდება. 

რობერტ მუგამბე ქვეყანას 1980 წლიდან ერთპიროვნულად მართავდა და პოსტი მხოლოდ 2017 წლის ნოემბერში მას შემდეგ დატოვა, რაც სამხედროებმა დაატყვევეს. გადადგომის მომენტსი მუგამბეს ასაკი 93 წელს აღწევდა და იყო ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი მთელ პლანეტაზე.


ზიმბაბმვე აფრიკის მასშტაბითაც კი ღარიბ სახელმწიფოდ ითვლება. მუგამბეს მმართველობის დასაწყისში, 1980 წელს შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე (2010 წლის მუდმივ ფასებსი დათვლით) $1175-ს შეადგენდა, 2017 წელს კი $937-ს.


მუგამბემ კიდევ ერთი რეკორდი, უფრო სწორედ ანტირეკორდი ინფლაციის მაჩვენებლით მოხსნა. 2008 წელს ინფლაციის განაკვეთმა 79.6 მილიარდ პროცენტს მიაღწია. საჭირო გახდა 100 ტრილიონ ზიმბამვური დოლარიანი კუპიურის დაბეჭვდა. თუმცა მისი მფოლბელი 1 აშშ დოლარსაც ვერ შეიძენდა. ზიმბამბვის 10 წლის წინანდელი ინფლაციის ფონზე ვენესუელის კრიზისი -  42000%-იანი ინფლაცია, წლის ბოლომდე 1 მილიონ პროცენტს ვარაუდობენ, ბევრი არაფერია.



მუგამბე რასისტული პოლიტიკითაც გამოირჩეოდა და თეთრკანიანებს სდევნიდა. მას ასევე სძულდა აშშ.


ჯერ უცნობია ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ერთი დიქტატორი მეორეტი შეიცვლება თუ რეალური რეფორმები გატარდება.


 


მსგავს თემაზე:


ვენესუელაში წლიურმა ინფლაციამ 41 800%-ს გადააჭარბა


სიღატაკე და დიქტატურა ლათინურ ამერიკაში


სხვა სიახლეები