• Ƀ/$

ელექტრომობილების გაყიდვები 2018 წელს 1.5 მილიონს გადააჭარბებს

4 აგვისტო 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ჩინეთი ელექტრომობილების გაყიდვებში პირველობას ინარჩუნებს. 2018 წლის პირველ ნახევარში გაყიდვებმა სიდიდით #2 ეკონომიკის მქონე ქვეყანაში 372 800-ს მიაღწია.

2017 წელს ჩინეთში სულ 579 000 ერთეული გაიყიდა. წლის მეორე ნახევარში ზრდის იმავე ტემპით შენარჩუნების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 745 000-ს გადააჭარბებს, თუმცა ვინაიდან უმეტესწილად ეკონომიკურად წლის მეორე ნახევარი უფრო აქტიურია 800 000-იანი ზღვარის გადალახვაც სავსებით შესაძლებელია.


დაბალი ფასი და სამთავრობო პროგრამები სამამულო ნაწარმის გაყიდვებს ახალისებს, რის გამოც ისეთი ცნობილი მწარმოებელი როგორიცაა TESLA გაყიდვების რეიტინგში ათეულს მიღმა აღმოჩნდა.


შეერთებულ შტატებში იმავე პერიოდში სულ 125 000 მოდელი ანუ თითქმის 3-ჯერ ნაკლები ელექტრომობილი გაიყიდა, თუმცა ზრდა აშშ-შიც შესამჩნევია, 2017 წელს გაყიდვებმა სულ 200 000 შეადგინა. მიმდინარე წელს აღნიშნულ ზრდაში მნიშვნელოვანი როლი TESLA MODEL 3-ის საწარმოო გეგმაზე გასვლამ იქონია.



ჯამური 740 000-იანი გაყიდვები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ 2018 წელს ეს რიცხვი 1.5 მილიონს გადააჭარბებს და ელექტრომობილების საერთო რაოდენობა 2019 წლის 1 იანვრისთვის 5 მილიონს მიუახლოვდება, რაც თითქოს ცოტა არ არის, მაგრამ წილი კვლავ 0.5%-ზე ნაკლებია, გაყიდვების წილი კი 2%-ზე ოდნავ მეტი.


თავისი ზომიდან გამომდინარე ნორვეგია ჩინეთსა და აშშ-ის ვერ გაეჯიბრება, მაგრამ 2018 წელსამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა, პირველად არსებობის ისტორიაში ელექტრომობილების გაყიდვებმა შიდაწვისძრავიანებს გადაუსწრო და ბაზრის 55%-იანი წლის დაკავება შეძლო. ნორვეგია რომელიც დღეღამეში 2 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს 2025 წლიდან შიდაწვისძრავიანი ავტომობილების სრულ აკრძალვას გეგმავს.  


 


მსგავს თემაზე:


TESLA MODEL 3-ის წარმოებამ კვირაში 5000 ერთეულს მიაღწია


ბრიტანეთში ელექტრომობილის ფლობას წაახალისებენ


„მერსედესმა“ ელექტრომობილ EQA-ს პროტოტიპი გვიჩვენა


BP სწრაფდამტენის წარმოებისთვის $20 მლნ-ს გაიღებს


მსგავს თემაზე:

NISSAN-ში ელექტრომობილების წარმოების გარდამტეხ თარიღად 2025 წელს მიიჩნევენ


უპილოტო ელექტრომობილები ხმელეთზე, ცაში და მიწისქვეშ, რას გვიპრდება მომავლის ავტოინდუსტრია



სხვა სიახლეები