• Ƀ/$

წყალბადისძრავიანი გემი უკვე რეალობაა

31 ივლისი 20:12, 2018 წელი | ტექნოლოგიები

TOYOTA MIRAI–ს შემდეგ იგივე კომპანიამ წყალბადის ძრავით უკვე მცირე ზომის ხომალდი აღჭურვა და მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გაუშვა. ოდისეა 2020 წელს ტოკიოში ოლიპიადის გახსნის ცერემონიაზე დასრულდება. 

მზის ენერგიასთან ერთად წყალბადის ენერგიაც კოლოსალურია. ყველაზე ძლიერი ბომბი რაც კი ოდესმე შექმნილა 100 მეგატონიანია (100 მილიონი ტონა ტროლტილის ექვივალენტი) მისი დამანგრეველი ძალა ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ბობმბს 5000-ჯერ აღემატება. ბომბი წყალბადისაა. საგულისხმოა ისიც, რომ ხილულ სამყაროში ყველაზე გავრცელებული ნივთიერება წყალბადია. თავად მზის მასის 73%-ზე მეტი წყაკბადს უკავია. წყლის მოლოეკულაშიც 3-დან 2 წყალბადის ატომია. დედამიწაზე წყალბადის მიღების ყველაზე მარტივი გზა სწორედ წყლის დაშლაა.


ისევე როგორც სხვა, ალტერნატიულ ენერგიასთან მიმართებაში, წყალბადის ენერგიის მთავარი მინუსი მაღალი დანახარჯია. პრობლემაა მისი შენახვა აირად მდგომარეობაში რადგან წყალბადის ატომები გაქცევას თვალისთვის უხილავ მიკრსოსკოპულ ნაპრალებშიც ახერხებენ. გათხევადება და ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შენახვა კიდევ უფრო ძვირია. გამოსავალი ე.წ. კრისტალურ მესერში მოიძებნა, ლითონი იჭერს წყალბადის ატომებს და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში მას ხელახლა ათავისუფლებს. ხარჯს კიდევ უფრო ზრდის უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმები. რაც ჯერჯერობით ეფექტიანად მუშაობს, მართალია 2015-2017 წლებში TOYOTA MIRAI-ს მხოლოდ 3000-მდე მოდელი გაიყიდა რაც არასკამრისი დროა, მაგრამ ფაქტი, რომ უბედური შემთხვევა ჯერ არ მომხდარა მაინც აღსანიშნავია. მის გავრცელებას გარდა მაღალი ფასისა - 57 500 დოლრი, 17 დოლარიანი სამთავრობო სუბსიიდიის შემდეგ, წყალბადგასამართი სადგურების ნაკლებობაც უშლის ხელს. წყალბადზე მომუშავე ავტომობილი ელექტრომობილებთან შედარებით 1000-ჯერ ნაკლებია, მაშინ როცა მის დამუხტვას 5 წუთი სჭირდება და 500 კილომეტრს ფარავს.


 


რაც შეეხება უშაუალოდ წყალბადისძრავიან ხომალდს, პროექტი  Toyota Motor Europe-მა განახორციელა და ის Energy Observer-ის სახელითაა ცნობილი. ხომალდის სიგრძე 30 მეტრია, წყალწყვა 28 ტონა, სიჩქარე 25 კმ/სთ-მდე. ხომალდის სახურავზე დამატებითი ენერგიის მისაღებად მზის პანელებია განთავსებული. 2020 წელს, როდესაც მისი მოგზაურობა დასრულდება პირველი ელექტროძრავიანი თვითმფრინავი, თავის პირველ საცდელ რესისს შეასრულებს.


 


მსგავს თემაზე:


„ტესლას“ რენტაბელობის საიდუმლო...


ელექტროძრავიანი გემები რეალობა გახდება


ელექტრომობილების შემდეგ, ჰორიზონტზე ელექტრო თვითმფრინავიც გამოჩნდა


ნახშირორჟანგის წილმა ატმოსფეროში უკანასკნელი 5 მილიონი წლის რეკორდი მოხსნა


მსგავს თემაზე:

2019 წელს Lightyear მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს


უპილოტო ელექტრომობილები ხმელეთზე, ცაში და მიწისქვეშ, რას გვიპრდება მომავლის ავტოინდუსტრია



სხვა სიახლეები