• Ƀ/$

დეპოზიტებში ლარიზაციის მაჩვენებელმა 39.2%-ს მიაღწია

1 აგვისტო 19:04, 2018 წელი | ფინანსები

კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 2018 წლის ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.5%-ით გაიზარდა და 20.3 მილიარდ ლარს მიაღწია. 

ზრდის ტემპი უფრო მაღალი ლარში დაფიქსირდა, რაც ლარში არსებულ უფრო მაღალ საპროცენტო სარგებლითა და კურსის მეტ-ნაკლებად დასტაბილურებით აიხსნება. დოლარიზაციის მაჩვენებელმა 30 ივნისის მდგომარეობით იურიდიული პირებისთვის 50.8%, ფიზიკური პირებისთვის კი 75.3% შეადგინა. იგივე მაჩვენებელი დეპოზიტების საერთო მოცულობაში 60.8%-ზე დაფიქსირდა.


საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა ეროვნულ ვალუტაში 7.9% შეადგინა, უცხოურ ვალუტაში კი 2.6%.


 


მსგავს თემაზე:


მთავრობამ ბანკებისგან 40 მილიონი ისესხა


ფულადი მასის მოცულობა 580 მილიონი ლარით გაიზარდა


სხვა სიახლეები