აშენდა 56335 მ სიგრძის გაზსადენი, რომელიც 1000-მდე აბონენტს საშუალებას მისცემს ისარგებლონ ბუნებრივი გაზით.
2018 წლის ბოლომდე დაგეგმილია ბოლნისის კიდევ 5 სოფლის: მამხუტის, ხატავეთის, ქვემო არქევანის, ზემო არქევანისა და გეტას გაზიფიცირება.
გაზიფიცირებასა და ეკონომიკის ზრდასთან ერთად საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, გამონაკლისი იყო მხოლოდ 2016 წელი როდესაც ენერგოეფექტური გარდაბნის თბოელექტროსადგური შევიდა ექსლუატაციაში, (გარდაბნის თბოსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი 54%-ს აღწევს ძველი თბოსადგურების 33%) თუმცა იმავე წელს საყოფაცხოვრებო მოხმარება 13.6%-ით 789 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. 2017 წლის ჯამურმა მოხმარებამ 2.44 მილიარდი მეტრ/კუბი შეადგინა, 2018 წლის პროგნოზი 2.66 მილიარდი მეტრ/კუბია.
მსგავს თემაზე:
მაღალმთიან აჭარაში 9 000 აბონენტი ბუნებრივ გაზს მიიღებს
ბუნებრივ გაზს დამატებით 80 სოფელი მიიღებს
ენერგონარკოტიკის კიდევ ერთი ეფექტი – რუსეთში სომხეთისთვის გაზის ტარიფის გაზრდა გადაწყვიტეს
SOCAR–მა საქართველოში ახალი გაზგამანაწილებელი ქსელები შეისყიდა