• Ƀ/$

APPLE ტრილიონერი გახდა

2 აგვისტო 22:27 | კომპანიები

3 დღის განმავლობაში Apple-ის აქციების ფასი 8.9%-ით $190-დან $207-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიის კაპიტალიზაციის გამოსახვისთვის 13 ნიშნა რიხვის დაწერა გახდა საჭირო.  Apple პირველი ტრილიონერია.

თანხა $1 ტრლნ აღემატება ბანგლადეშის, პაკისტანის, ფილიპინების, ეთიოპიისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკი მშპ-ს ერთად აღებულს. ამ 5 ქვეყნის მოსახლეობა კი 665 მილიონს შეადგენს. აშშ-ს მოსახლეობა ამის ნახევარზე ნაკლებია. საგულისხმოა ისიც, რომ მხოლოდ 2 კომპანიის: Apple-ის და Amazon-ის კაპიტალიზაციის ჯამი რუსეთის მშპ-ს 20%-ით აღემატება.



ტრილიონიანი რბოლა გასული წლის მიწურულს დაიწყო, როდესაც ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. იმ დროისათვის Apple უკვე იყო პირველი, თუმცა მას დიდი ნაბიჯებით Amazon ეწეოდა. 1 იანვრიდან დღემდე Apple-ის კაპიტალიზაცია $128 მლრდ-ით $1.003 ტრლნ-მდე გაიზარდა, Amazon-ის 54%-ით, $311 მლრდ-ით $891 მლრდ-მდე, რის შედეგადაც ჯეფ ბეზოსის ქონებამ $153 მლრდ-ს მიაღწია, მაგრამ ასეთი სწრაფი ზრდაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი რათა ამ ეტაპზე  Apple-ის დასწეოდა.


Apple ლიდერია წმინდა მოგების მხრივაც. 2017 წელს მოგებამ გადასახადების გადახდის შემდეგ $53 მლრდ-ს მიაღწია. მხოლოდ ბრენდის ღირებულება $182 მლრდ-ს შეადგენს.


„ეფლი“ 1976 წელს სტივ ჯობსისა და სტივ ვოზნიაკის თაოსნობით დაარსდა. სტივ ჯობსს თავისივე დაარსებული კორპორაციის დატოვება 1985 წელს მოუწია და 12 წლის შემდეგ დაბრუნდა. კომპანიის აღზევება სწორედ ამ პერიოდის შემდეგ დაიწყო.


 


მსგავს თემაზე:


ახალი I9 პროცესორის მქონე MACBOOK PRO $6700 ეღირება


APPLE-ს თანამშრომელმა კომპანიას საიდუმლო ტექნოლოგია მოპარა


რა განსაზღვრავს პროდუქტის ღირებულებას, მოთხოვნა თუ გაწეული შრომა?


APPLE-მა და SAMSUNG-მა აშშ-ში საპატენტო დავა მოაგვარეს


სიახლეები მსგავს თემაზე


სხვა სიახლეები