• Ƀ/$

SAMSUNG GALAXY NOTE 9-ის მეხსიერების გაზრდა 1 TB-მდე იქნება შესაძლებელი

3 აგვისტო 15:29, 2018 წელი | ტექნოლოგიები

იმის მიუხედავად, რომ Apple ტრილიონიანი კომპანია გახდა, სმარტფონების გაყიდვებში პირველ ადგილს მაინც SASMSUNG იკავებს. მისი ფლაგმანური მოდელის Galaxy Note 9-ის გამოსვლას ასობით მილიონი ადამიანი ელოდება. 

სმარტფონის პრეზენტაცია 9 აგვისტოსაა დაგეგმილი. ზუსტი ტექნიკური მონაცემები ცხადია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გარკვეული დეტალები მაინც ცნობილი ხდება.


ერთ-ერთ მთავარ სიახლედ გაუმჯობესებულ სტილუსს, ჭკვიან კალამს განიხილავენ. გავრცელებულ 31 წამიან ვიდეოში აქცენტი სწორედ სტილუსზეა გადატანილი.


ეკრანი ზომა 6.3 ან 6.4 ინჩი იქნება, გაფართოება 2960X1440, 4K (3840X2160) ტექნოლოგიამ ისევ შემდგომი ეტაპისთვის გადაინაცვლა. ბრენდისა და უსაფრთხოების მოყვარულები ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სენსორის იმედს ისევ არ კარგავენ.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა მეხსიერების მოცულობაა რომელიც 515GB-მდე იქნება და მეხსიერების ბარათის დახმარებით 1TB-მდეც კი შეიძლება გაიზარდოს.


როგორც ძირითად ასევე სელფის კამერაში განსაკუთრებული სიახლეები არ არის მოსალოდნელი, თუმცა გარკვეული დეტალები Note 8-სთან შედარებით დახვეწლი იქნება.


4000 მილი ამპერ/საათამდე იზრდება ბატარიის წარმადობა.


დაუსტებით ჯერ არც ფასია ცნობილი, თუმცა წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით 128 GB-იანი  მოდელი $940 ეღირება, 512GB-იანი კი $1250.


გაყიდვები პრეზენტაციიდან 2 კვირაში 24 აგვისტოს დაიწყება.


 


მსგავს თემაზე:


NOKIA EDGE-ს 8GB ოპერატიული მეხსიერება და 24MP-იანი კამერა ექნება


SAMSUNG-ის ოფისები განახლებად ენერგიაზე გადადის


88 ინჩიანი 8K გარჩევადობის მქონე OLED ტელევიზორი LG-სგან


ახალი I9 პროცესორის მქონე MACBOOK PRO $6700 ეღირება


მსგავს თემაზე:

SAMSUNG-ის ახალი 4K გარჩევადობის MicroLED ტელევიზორი ზომით 146 ინჩიანი იქნება


Apple-მა და Samsung-მა აშშ-ში საპატენტო დავა მოაგვარეს



სხვა სიახლეები