ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 107,8 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 1 ბოთლის საშუალო ღირებულება გასულ წელს $2.22-ს შეადგენდა წელს $2.37-მდე გაიზარდა.
ექსპორტი გაყიდული ბოთლების მიხედვით პროცენტულად ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ ქვეყნებში:
- რუმინეთი 390% (84 654)
- იაპონია 124% (166 032)
- ყირგიზეთი 81% (140 370)
- ჩეხეთი 68% (30 456)
- ბრიტანეთი 67% (50 062)
- ყაზახეთი 41% (1 997 000)
- გერმანია 32% (308 734)
რაც შეეხება ექსპორტს მოცულობის მიხედვით, ლიდერი ისევ რუსეთია, რომელსაც უკრაინა მოსდევს.
- რუსეთი (28 564 000)
- უკრაინა (5 040 000)
- ჩინეთი (3 514 000)
- ყაზახეთი (1 997 000)
- პოლონეთი (1 887 000)
ამასთან, იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9,9 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 20%-ით აღემატება გასული წლის 7 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 20 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 7% შეადგინა.
სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 173,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
მსგავს თემაზე:
გურჯაანში ღვინის ახალი ქარხანა აშენდება
12 წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის სანიტარულ სამსახურს ქართული ღვინის მიმართ კითხვები გაუჩნდა